ხუთშაბათი, 2017-09-21, 10:18 PM
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | Blog | რეგისტრაცია | შესვლა
 მ ე ნ ი უ
 C.s  
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
რა სპორტზე დაიდხართ?
სულ პასუხი: 207
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ივნისი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
მეგობრები
ჩვენი ბანერი
 
 
 
 
SmS
        
   
რეკლამა
სერიალები




 

 
 
 
ფილმები
როკი I / Rocky I (რუსულად)
  
  
Robin hood prince of thieves
  
  
  

ჯარისკაცის მამა [1964]

მთავარი » 2009 » ივნისი » 20 » ყაზარაშვილის სახელობის ტურნირზე 6 ქვეყნის ჭაბუკები იჭიდავებენ

ყაზარაშვილის სახელობის ტურნირზე 6 ქვეყნის ჭაბუკები იჭიდავებენ
6:56 PM

ყაზარაშვილის სახელობის ტურნირზე 6 ქვეყნის ჭაბუკები იჭიდავებენ


13-14  ივნისს რუსთავში, მსოფლიოს ჩემპიონისა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის პრიზიორის, ამჟამად ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის - თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ტურნირი საკალათბურთო კლუბ ”ენერჯი ინვესტის” დარბაზში ჩატარდება და დილის 10:00 საათიდან დაიწყება. 13 ივნისს გახსნის ცერემონიალი 16:30 წუთზე იქნება, ფინალური შეხვედრები კი 17:00 საათიდან.

თემურ ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე წელს 6 ქვეყნის ჭაბუკთა ასაკის (1992-1993 წწ) მოჭიდავეები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს გარდა შეჯიბრებაზე თურქეთის, რუსეთის, ისარელის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჭაბუკი სპორტსმენები იჭიდავებენ. ტურნირი უკვე მეცამეტედ ტარდება.

თემურ ყაზარაშვილის მცირე დოსიე 

დაიბადა 07.12.1959, ახმეტა. ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (48 კგ). მსოფლიოს ჩემპიონი (1982) და მესამე პრიზიორი (1983), მსოფლიოს თასის მფლობელი (1980), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1985), მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1981), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1982, 84) და ორგზის მესამე პრიზიორი (1981, 83), სსრკ თასის მფლობელი (1984), სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1983), ბულგარეთის (1983, 85) და ივან პოდდუბნის სახელობის საერთაშორისო ტურნირში  (1980, 82, 85) გამარჯვებული. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის ექსტრა კლასის არბიტრი, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1994-იდან). ღირსების ორდენის კავალერი

ნანახია: 386 | დაამატა: jiker|

სულ კომენტარები: 0

სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2017