ორშაბათი, 2024-04-29, 1:31 AM
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | File Catalog | რეგისტრაცია | შესვლა
 მ ე ნ ი უ
 C.s  
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
რა სპორტზე დაიდხართ?
სულ პასუხი: 208
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
ჩანაწერების არქივი
მეგობრები
ჩვენი ბანერი
 
 
 
 
SmS
        
   
რეკლამა
სერიალები




 

 
 
 
ფილმები
როკი I / Rocky I (რუსულად)
  
  
Robin hood prince of thieves
  
  
  

ჯარისკაცის მამა [1964]

SITE LOGO
მთავარი » ფაილები » My files

გამოცანები
[ ] 2009-02-21, 6:33 PM
ერთ მინდორზედა დახტოდა
ერთი უკუდო კატაო,
რაც საკუდეზე დააკლდა,
ყურებზე მოემატაო.
                                              პასუხი:კურდღელი
  
უხელოდ წნული საცერი
მაღლა კუთხეში ჰკიდია,
სხვისთვის მახეა, პატრონის
დერეფანი და ხიდია
                                      პასუხი:ობობის ქსელი
 
ღამე ქრება, დღე ენთება.
                         პასუხი:მზე
 
თავს ხერხი, ბოლოს ნამგალი
                         პასუხი:მამალი
 
თეთრმა სუფრამ მთელი სოფელი დაფარა
                                       პასუხი:თოვლი
 
გამოცანას მოგახსენებ,
დიდი არაფერიაო,
ალაგ წითელ, ალაგ ყვითელ,
ალაგ ალის ფერიაო
                       პასუხი:ხალიჩა
 
დავკარ ხმალი, არ დააჩნდა კვალი.
                              პასუხი:წყალი
 
ერთი დიდი ქვაბია რაშიც ყველაფერი ჩადის ერთი
რაღაცის გარდა რა არის ის ერთი  რაღაცა
                                          პასუხი:ქვაბის თავსახური
 
ერთი რაღაცაა რაც ყველაფერს ააქ რა არის
                                          პასუხი:სახელი
კაცზე მაღალი სკამზე დაბალი
                                      პასუხი:ქუდი
 
ორჯერ შობილი ერთხელ კვდება
                          პასუხი:ქათამი
 
მუნჯი ვარ და სხვას ვასწავლი.
                              პასუხი:წიგნი
 
ერთი სულიერია, უკარო ციხიდან გამოდის
                              პასუხი:წიწილა
 
სახლი ხმაურობს, შიგ მყოფნი ჩუმად არიან
                                  პასუხი:მდინარე და თევზები
 
არცა ენა აქვს და არცა თვალი,
ხან მოამბეა, ხან მომღერალი.
                                 პასუხი:რადიო
 
წვერი აქვს, კაცი არ არის;
ბალახს ძოვს, ცხენი არ არის;
რქები აქვს, ხარი არ არის.
                      პასუხი:თხა
 
ხან ძველია, ხან ახალი,
ხან ბურთია, ხან ნამგალი
                      პასუხი:მთვარე
 
ხან მრისხანე და ხან მშვიდი,
არ გაიდება იმაზე ხიდი.
                            პასუხი:ზღვა
 
ოთხთა ძმათა, ტანით ტოლთა,
 თავზედ ჰხურავთ ერთუი ქუდი
                           პასუხი:მაგიდა
 
ერთი პატარა საყდარია, რამდენიც
არ უნდა უარო, კარებს ვერ უპოვნი
                        პასუხი:კვერცხი

 
 

 
კატეგორია: My files | დაამატა: jiker
ნანახია: 1112 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024