ორშაბათი, 2024-04-29, 0:54 AM
მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | File Catalog | რეგისტრაცია | შესვლა
 მ ე ნ ი უ
 C.s  
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
რა სპორტზე დაიდხართ?
სულ პასუხი: 208
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
ჩანაწერების არქივი
მეგობრები
ჩვენი ბანერი
 
 
 
 
SmS
        
   
რეკლამა
სერიალები




 

 
 
 
ფილმები
როკი I / Rocky I (რუსულად)
  
  
Robin hood prince of thieves
  
  
  

ჯარისკაცის მამა [1964]

SITE LOGO
მთავარი » ფაილები » My files

გააკეთე შენი ხელით
[ ] 2009-02-21, 7:00 PM
 
 
 

კალენდარი - თევზი

მუყაოსაგან გამოჭერით თევზის გამოსახულება. დახატეთ ზედ შვიდი პატარა ფანჯარა და ამოჭერით. ამ ფანჯრების გასწვრივ მიაწერეთ კვირის დღეები. ზემოთ მოთავსებულ თვალში ჩააწერეთ წელი. გამოჭერით ქაღალდის გრძელი ზოლი, გაუყარეთ კალენდარში ისე, როგორც ნახატზეა ნაჩვენები და შეკარით რკალი, ე.ი. ბოლოები შეაწებეთ. შემდეგ აიღეთ ახალი კალენდარი და თვის მიხედვით ჩაწერეთ ამოჭრილ ფანჯრებში რიცხვები, თანდათან აამოძრავეთ ქაღალდის შეკრული რგოლი და სწერეთ რიცხვები თვის ბოლომდე. კვირა დღეები აღნიშნეთ წითელი ფლომასტერით. ასე შეგიძლიათ ყოველ თვეს შეცვალოთ კალენდრის თეთრი „რკალი

 
 
 
 

საფრიალო

კვადრატის ფორმის ქალღალდის კუთხეები ჩაჭერით ისე, როგორც ნაჩვენებია სურათზე. შემდეგ გადაღუნეთ ცენტრისაკენ და დაამაგრეთ ჯოხზე პატარა ლურსმნით ან ქინძისთავით, მაგრამ ბოლომდე არ ჩააჭედოთ, ქაღალდს უნდა ჰქონდეს მოძღაობის საშუალება. 
 
 
 
 

დასაფენი

ქაღალდი დაკეცეთ და გამოჭერით ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. თქვენ ლამაზ დასაფენს მიიღებთ. შეგიძლიათ სხვადასხვა ფორმის ამოჭრილები გაუკეთოთ და ნაირგვარი დასაფენები გააკეთოთ. შეგიძლიათ მისცეთ ფიფქის ფორმებიც. ეს თვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

 

რკოს კაცუნა და ჩოჩორი

ბავშვებო, რკოებისაგან თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა საგნები გააკეთოთ. აი, მაგალითად, ასეთი რკოს კაცუნა და ჩოჩორი.

 


გაკეთების წესი:

ქაღალდზე გადაიტანეთ თარგი, გაყევით წითელ ხაზებს და გამოჭერით, პუნქტირით აღნიშნულ ხაზებზე კი გადაკეცეთ; კუდი გაუყარეთ ზურგზე მოთავსებულ ჭრილში ისე, რომ კუდის ბოლო შიგნითა მხარეს დარჩეს. ბაყაყი რომ კარგად დადგეს, პლასტელინით მუყაოს ქაღალდზე მიამაგრეთ. შემდეგ დახატეთ ლერწამი, წყალი და ყვავილები და ბაყაყი შუაში ჩასვით.

 

ჭერზე ჩამოსაკიდებელი სამკაული

აიღეთ 2-3 სმ სიგანის მუყაოს გრძელი ზოლი. შეკარით წრეხაზი. გარშემო დააწებეთ ზოლებად დაჭრილი ფერადი ქაღალდები, ისე, როგორც ნახატზეა მოცემული. ქაღალდების ზედა ბოლოები კანაფით შეკარით, შემდეგ ცალკე ფერადი ქაღალდებისაგან დაამზადეთ მრგვალი და ოთხკუთხედი მედალიონები, რომლის შუაგულში ნებისმიერი ფიგურები იქნება დაწებებული და ზოლებად დაშვებულ ფერად ქაღალდებზე აქა-იქ დააწებეთ.

 

თოვლის ფიფქები

თხელი, თეთრი ან ფერადი ქაღალდი გაკეცეთ ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები და შემდეგ გამოჭერით სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფიფქები.

ფიფქები შეგიძლიათ ძაფზე ააცვათ და კედელზე დაკიდოთ, ან ნაძვის ხეზე ჩამოკიდოთ. თუ გსურთ, ფანჯრის მინებზეც გააკარით. წებომ რომ მინა არ გააჭუჭყიანოს და მისი გაწმენდა ადვილი იყოს, საკმარისია თოვლის ფიფქებს ტკბილი წყალი წაუსვათ და მინაზე ისა დაამაგროთ.
 

გოგონა - ნაძვის ხე

მწვანე ხავერდის ქაღალდისაგან შეგიძლიათ გააკეთოთ გოგონა - ნაძვის ხე. სახე ვარდისფრად შეუღებეთ, თავზე დაუმაგრეთ ბაბთა. ცალეკე გამოჭერით ნაძვის ხის „კაბის“ ნაწილები და გრძელ მუყაოს ღეროზე დაამაგრეთ. ნაძვის ხის ფეხი ორად გაყავით და საყრდენზე დააწებეთ. ნაძვის ხის გოგონას დაუხატეთ თვალები, ცხვირი და პირი.

კატეგორია: My files | დაამატა: jiker
ნანახია: 2145 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 2.0/2 |
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
Copyright MyCorp © 2024